GeoSTM-ში გაიმართა ISO/IEC 17025:2017 სტანდარტის შიდა აუდიტის ტრენინგი
GeoSTM-ში გაიმართა ISO/IEC 17025:2017 სტანდარტის შიდა აუდიტის ტრენინგი

GeoSTM-ში გაიმართა ISO/IEC 17025:2017 სტანდარტის შიდა აუდიტის ტრენინგი

GeoSTM-ში გაიმართა ISO/IEC 17025:2017 სტანდარტის შიდა აუდიტის ტრენინგი

🔵საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით 2025 წლის 3–7 ნოემბერს სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში (GeoSTM) გაიმართა თეორიული და პრაქტიკული ტრენინგი, რომელიც მიზნად ისახავდა ISO/IEC 17025:2017 სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისი შიდა აუდიტის პროცედურების გაძლიერებასა და პროფესიული კომპეტენციების განვითარებას.

🔵ტრენინგში მონაწილეობდნენ GeoSTM-ის თანამშრომლები და აკრედიტებული საკალიბრო/სატესტო ლაბორატორიების წარმომადგენლები.

📘მრავალპროფილიანი ჯგუფის ერთობლივმა მუშაობამ ხელი შეუწყო ცოდნის გაზიარებას, პროცესების ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას და შიდა აუდიტის თანამედროვე მიდგომების პრაქტიკაში დანერგვას.

🔵სასწავლო პროგრამას ხელმძღვანელობდნენ საერთაშორისო ექსპერტები PTB-დან (გერმანიის მეტროლოგიის ინსტიტუტ)- დოქტორი ირინე ფლოუდა და დოქტორი ზახოს იოანიდისი.

🔵 მათ მიერ წარმოდგენილი იყო ISO/IEC 17025:2017 სტანდარტის ძირითადი მოთხოვნები, შიდა აუდიტის მეთოდოლოგიური საფუძვლები და პრაქტიკული აუდიტის პროცედურები.

🔵განხილულ საკითხებს შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო: დოკუმენტაციის მართვას, რისკებზე დაფუძნებულ მიდგომებს, პერსონალის კომპეტენციის უზრუნველყოფას, აღჭურვილობის მიკვლევადობას, გაზომვათა ვალიდურობასა და ანგარიშგების პროცედურებს.

🔵🔎ტრენინგის მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო GeoSTM-ის ლაბორატორიის შიდა აუდიტის პრაქტიკული სიმულაცია, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები რეალურ სამუშაო გარემოში დააკვირდნენ აუდიტის სრულ პროცესს.