სტანდარტიზაციის ახალი ტექნიკური კომიტეტი – „მეტროლოგია“ (ტკ 12) შეიქმნა

🔵საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ -საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში (GEOSTM) 2026 წლის 3 თებერვალს გაიმართა საინიციატივო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც გადაწყდა სტანდარტიზაციის ახალი ტექნიკური კომიტეტის – „მეტროლოგია“ (ტკ 12) შექმნა.

🔵შეხვედრას ესწრებოდნენ საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები. კომიტეტის საქმიანობის სფერო იქნება მეტროლოგიის სფეროში საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების, მათ შორის ჰარმონიზებული სტანდარტების ქართულენოვანი პროექტების შემუშავება, მათი საქართველოს სტანდარტებად მიღების მიზნით.

🔵შეხვედრის ფარგლებში წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია და განხილულ იქნა ქალთა გაძლიერების პრინციპები (WEPs) და მათი ჩართულობა სტნადარტიზაციის პროცესებში. ყურადღება დაეთმო ქალთა წარმომადგენლობის გაზრდასა დამათ ექსპერტული შესაძლებლობების წარმოდგენას ტექნიკური კომიტეტების საქმიანობაში.

🔵მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა გამოცდილების გაზიარებისა და საუკეთესო პრაქტიკის განხილვისთვის, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მეტროლოგიის სფეროში საერთაშორისო/ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის განმტკიცებას და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას.