ტრენინგი თემაზე ,,ევროპული სტანდარტები სამშენებლო პროდუქტებზე – ცემენტი, არმატურა, თაბაშირ-მუყაო“
მ/წლის 27 ოქტომბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს (GEOSTM) ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი თემაზე ,,ევროპული სტანდარტები სამშენებლო პროდუქტებზე – ცემენტი, არმატურა, თაბაშირ-მუყაო“ .
აღნიშული ღონისძიება განხორციელდა GEOSTM-ის და ევროკავშირის დაძმობილების (Twinning) პროექტის „საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს (GEOSTM) ინსტიტუციური და ადამიანური შესაძლებლობების გაძლიერება საერთაშორისო/ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად“ ფარგლებში.
ღონისძიების მიზანი იყო სამშენებლო პროდუქტები მწარმოებელი/იმპორტიორი ორგანიზაციებისათვის ევროპულ სტანდარტებზე და მშენებლობის სფეროში არსებულ რეგულაციებზე ინფორმაციის მიწოდება.
ღონისძიების მონაწილეებს GEOSTM-ის და ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს (MSA) წარმომადგენლებმა გააცნეს საქართველოში ასრებული სტანდარტების, საკანონმდებლო მოთხოვნები და მათი აღსრულების გზები.
ევროკავშირის დაძმობილების (Twinning) პროექტის „საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს (GEOSTM) ინსტიტუციური და ადამიანური შესაძლებლობების გაძლიერება საერთაშორისო/ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად“ მიერ გამართული ღონიძიების ფარგლებში მოწვეული იყო იტალიის სტანდარტიზაციის ორგანოს (UNI) ექსპერტი, რომელმაც აუდიტორიას წარუდგინა პრეზენტაცია სამშენებლო პროდუქტებზე არსებულ ევროპულ რეგულაციაზე No.305/2011 და ჰარმონიზებული ევროპული სტანდარტების (EN 197-1, EN 413-1, EN 14216, EN 15743, EN 12467:2012+A2:2018) მნიშვნელობაზე.