საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს (GEOSTM) წარმომადგენლების ვიზიტი იტალიის სტანდარტიზაციის ორგანოში (UNI)
🟢2023 წლის 13-17 მარტს ტვინინგ პროექტის „საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს (GEOSTM) გაძლიერება საერთაშორისო/ევროპული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად“ ფარგლებში განხორციელდა საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს (GEOSTM) წარმომადგენლების ვიზიტი იტალიის სტანდარტიზაციის ორგანოში (UNI). სამუშაო შეხვედრების ფორმატში სხვადასხვა საკითხებთან ერთად ყურადღება გამახვილდა სტანდარტების ევროპული ორგანიზაციების (CEN-CENELEC) 22-ე სახელმძღვანელოზე „CEN-სა და CENELEC-ის წევრობის კრიტერიუმების შეფასების ორგანიზაციული სტრუქტურა და პროცესები“, სადაც გაწერილია მოთხოვნები აღნიშნულ ორგანიზაციებში სრული წევრობისადმი.
🟢ვიზიტის ფარგლებში UNI-ის წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებს გაუზიარეს არსებული პრაქტიკა CEN-CENELEC -ში სრული წევრობის მოთხოვნების შესრულების, სტანდარტიზაციის საერთაშორისო და ევროპულ კომიტეტებში ადგილობრივი ექპერტების მონაწილეობის, სერვისების შემდგომი გაუმჯობესების, სტანდარტების თარგმნის პროცედურებისა და სტანდარტებთან დაკავშირებულ სხვა საკითხების შესახებ.
🟢🤝მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა (GEOSTM) და იტალიის (UNI) სტანდარტიზაციის ეროვნულ ორგანოებს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ხელს შეუწყობს სტანდარტიზაციის სფეროში თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასა და ერთობლივი აქტივობების დაგეგმვას.
🟢GEOSTM-ი მადლობას უხდის UNI-ს ხელმძღვანელობას და სამუშაო შეხვედრებში ჩართულ პირებს.
For English👇
🇬🇪🇮🇹Visit of the representatives of the Georgian National Agency of Standards and Metrology (GEOSTM) to the Italian National Standardization Body (UNI)
🟢On March 13-17, 2023, within the framework of The Twinning project “Strengthening of Georgian National Agency for Standards and Metrology (GEOSTM) according to the international/EU best practices”, representatives of the GEOSTM visited the Italian National Standardization Body (UNI). During the visit along with various issues, attention was focused on the CEN-CENELEC GUIDE 22 ,,Guide on the organizational structure and processes for the assessment of the membership criteria of CEN and CENELEC”, which describes the requirements for members in the mentioned organizations.
🟢During the visit, UNI managers shared with Georgian colleagues the current practice of meeting the CEN-CENELEC membership criteria, the participation of local experts in International and European Standardization Committees, the further improvement of services, standards translation procedures, and other topics.
🟢🤝It is important to note, that within the framework of the visit, a Memorandum of Understanding was signed between the GEOSTM and the UNI, which will contribute to the future deepening of collaboration in the sphere of standardization and the planning of joint activities.
🟢GEOSTM would like to thank the UNI leadership and all those who participated in these meetings.