სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტის რეკომენდაციით, საქართველოს სტანდარტად დარეგისტრირდა სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის სტანდარტის „ევროკოდი 9“-ის (EN 1999) ქართულენოვანი ვერსია შესაბამისი ეროვნული დანართებით.
დღეის მდგომარეობით საქართველოს სტანდარტად სულ რეგისტრიირებულია შემდეგი ევროკოდები შესაბამისი ეროვნული დანართებით:
ევროკოდი 0 (კონსტრუქციული დაპროექტება)
ევროკოდი 2 (ბეტონის კონსტრუქციები)
ევროკოდი 3 (ლითონის კონსტრუქციები)
ევროკოდი 4 (ლითონისა და ბეტონის კომპოზიტური კონსტრუქციები)
ევროკოდი 5 (ხის კონსტრუქციები)
ევროკოდი 6 (ქვის/აგურის წყობის კონსტრუქციები)
ევროკოდი 7 (გეოტექნიკური დაპროექტება)
ევროკოდი 9 (ალუმინის კონსტრუქციები)
სტანდარტები ხელმისაწვდომია საქართველოს სტანდარტების ელექტრონული პლატფორმის sst.geostm.gov.ge მეშვეობით.
