შესაბამისობის შეფასების სფეროში ტერმინებისა და განმარტებების საერთაშორისო სტანდარტიისო/იეკ 17000
ისო/იეკ 17000 შესაბამისობის შეფასება – ლექსიკონი და ზოგადი პრინციპები განსაზღვრავს შესაბამისობის შეფასებასთან დაკავშირებულ ზოგად ტერმინებსა და განმარტებებს, აკრედიტაციის შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების ჩათვლით. მისი შინაარსი ემსახურება თუ რამდენად თქვენი პროდუქტი, მომსახურება ან სისტემა აკმაყოფილებს სტანდარტის მოთხოვნებს დაინტერესებული მხარეების მხრიდან ნდობის გაზრდაში და რეგულირების შესაბამისობის უზრუნველყოფაში.
ისო/იეკ 17000 შესანიშნავი საფუძველია შესაბამისობის შეფასების ექსპერტებისთვის. ის არა მხოლოდ გთავაზობთ ახალ კონცეფციებსა და ტერმინოლოგიას, არამედ შესაბამისობაშია სტანდარტთან სსტ ისო 9000:2015/2017 – ხარისხის მენეჯმენტის სისტემები – ფუნდამენტური კონცეფციები და ლექსიკონი. იხილეთ სტანდარტის ლინკი https://sst.geostm.gov.ge/06BCBD9E-D409-4612-B2FC-987F1C5BA431
იხილეთ ლინკი ისო/იეკ 17000 სტანდარტის სერიიდან:
სსტ ისო/იეკ 17007:2009/2016 – შესაბამისობის შეფასება – რეკომენდაციები შესაბამისობის შეფასებისათვის გამოსაყენებელი ნორმატიული დოკუმენტების შედგენასთან დაკავშირებით. იხილეთ სტანდარტის ლინკი https://sst.geostm.gov.ge/75757A4C-B958-4E67-BF51-7AD2037E9364
საქართველოში ისო-ს სტანდარტებზე ხელმისაწვდომობის ზრდისთვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო (GeoSTM) პერიოდულად ახდენს საერთაშორისო სტანდარტების რეგისტრაციას საქართველოს სტანდარტად, ასევე აქტუალური სტანდარტების ქართულ ენაზე თარგმნას და სტანდარტიზაციის ეროვნული კომიტეტების ჩართულობით მიღებას.
ყველა სტანდარტი ხელმისაწვდომია სააგენტოს საქართველოს სტანდარტების ელექტრონული პლატფორმის SST.GeoSTM.GOV.GE მეშვეობით.