სააგენტოს სამუშაო ვიზიტით უკრაინის დელეგაცია ეწვია
სააგენტოს სამუშაო ვიზიტით უკრაინის დელეგაცია ეწვია

სააგენტოს სამუშაო ვიზიტით უკრაინის დელეგაცია ეწვია

სააგენტოს სამუშაო ვიზიტით უკრაინის დელეგაცია ეწვია

მ/წლის 21 ივლისს საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს უკრაინის დელეგაცია ეწვია, რომელიც საქართველოში გაცნობითი და სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მეტროლოგიის, სტანდარტიზაციისა და აკრედიტაციის სექტორში პრიორიტეტული მიმართულებები და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები, უკრაინის სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა დაცვის საკითხებში სახელმწიფო სამსახურის ხელმძრვანელი და წარმომადგენლები სხვადასხვა უწყებებიდან.უკრაინის დელეგაციის წევრებს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობამ, ასევე საქართველოს აკრედიტაციის ცენტრის წარმომადგენელმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოში სტანდარტებისა და მეტროლოგიის, აკრედიტაციისა და ამ უწყებებში განხორციელებული რეფორმების შესახებ.სტუმრები დაინტერესდნენ მეტროლოგიისა და სტანდარტების სერვისების საკითხებით, ასევე მათი ფუნქციონირებითა და შედეგებით.