სახელმძღვანელო საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC 17025-ისთვის –,,ტესტირებული და აღიარებული ISO/IEC 17025-ის დანერგვა’’
,,ტესტირებული და აღიარებული ISO/IEC 17025-ის დანერგვა’’ –სახელმძღვანელო გამოქვეყნებულია გაერთიანებული ერების ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) მიერ. UNIDO არის უმსხვილესი მრავალმხრივი მოთამაშე ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარებაში.
მოცემული პუბლიკაცია მომზადებულია, როგორც სახელმძღვანელო საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC 17025-ისთვის, რომელიც განსაზღვრავს ზოგად მოთხოვნებს საგამოცდო და საკალიბრო ლაბორატორიების კომპეტენტურობის, მიუკერძოებლობისა და თანმიმდევრული ფუნქციონირების (ოპერირების) მიმართ.
მისი მიზანია დაეხმაროს ლაბორატორიებს ISO/IEC 17025-ის დანერგვასა და შენარჩუნებაში, ისევე როგორც, უკვე დანერგილი სტანდარტის ახალ, 2017 წლის ვერსიაზე გადასვლაში.
ISO/IEC 17025 მოიცავს სისტემურ მოთხოვნებს ლაბორატორიული საქმიანობის თანმიმდევრული შესრულების მენეჯმენტისათვის.
ISO/IEC 17025-თან შესაბამისობა საყოველთაოდ მისაღებ საფუძველს იძლევა მომხმარებლების, მარეგულირებელი ორგანოების, ორგანიზაციებისა და სქემების, რომლებიც იყენებენ კოლეგიალურ შეფასებას, აკრედიტაციის ორგანოებისა და სხვათა მიერ ლაბორატორიის გლობალურ დონეზე აღიარებისათვის.
დღემდე, ISO/IEC 17025 საშუალებას აძლევს ლაბორატორიებს მოახდინონ იმის დემონსტრირება, რომ მუშაობენ კომპეტენტურად, შეთანხმებული ჩარჩოების ფარგლებში, ღებულობენ ვალიდურ (სარწმუნო) შედეგებს, რითიც ხელს უწყობენ ნდობის გაზრდას მათი საქმიანობისადმი როგორც ეროვნულ, ასევე მსოფლიო დონეზე.
მსოფლიო დონეზე ISO/IEC 17025 ხელს უწყობს თანამშრომლობას ლაბორატორიებსა და სხვა ორგანოებს შორის იმით, რომ უზრუნველყოფს ქვეყნებს შორის ტესტირების შედეგების ფართო აღიარებას. ტესტირების ოქმები და სერტიფიკატები აღიარებულია ქვეყნიდან ქვეყანაში დამატებითი ტესტირების საჭიროების გარეშე, რაც თავის მხრივ აჩქარებს და აუმჯობესებს ნდობას საერთაშორისო ვაჭრობისადმი.
ხარისხის ინფრასტრუქტურის სპეციფიკაციები სრულდება მსოფლიო დონეზე.
იხილეთ პუბლიკაციის ლინკი ქართულ ენაზე ლინკი