GEOSTM-ის ,,ღია კარის დღე”
 GEOSTM-ის ,,ღია კარის დღე”

 GEOSTM-ის ,,ღია კარის დღე”

🇪🇺🇬🇪საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ტვინინს პროექტის „საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს (GEOSTM) ინსტიტუციური და ადამიანური შესაძლებლობების გაძლიერება საერთაშორისო/ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად“ ფარგლებში მ/წლის 25 მაისს გაიმართა ,,ღია კარის დღე“.

🔵ღია კარის დღის ღონისძიება წარმოადგენდა უნიკალურ შესაძლებლობას ყველა დაინტერესებული მხარის – ბიზნესის, აკადემიური და სამეცნიერო სფეროს, მარეგულირებელი ორგანოების, ლაბორატორიების წარმომადგენლებისთვის ადგილზე გაცნობოდნენ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს სერვისებს, მიეღოთ დეტალური თეორიული და პრაქტიკული ინფორმაცია ეროვნული სააგენტოს ექსპერტებისგან სხვადასხვა სფეროში: სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის: ელექტრობის, თერმომეტრიის, მასის, წნევის, რადიაციის, აკუსტიკის, გეომეტრიული გაზომვების, მექანიკისა და ფიზ-ქიმიის.

🔵ღონისძიებას 70-მდე მოწვეული სტუმარი დაესწრო. დამსწრეთა შორის იყვნენ: საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წევრები, იტალიის რესპუბლიკის საელჩოსა და ესპანეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგნელები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის წარმომადგნელები, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ბენეფიციარი ქვეყნის პროექტის ლიდერები, ბიზნესის, აკადემიური და სამეცნიერო სფეროს, მარეგულირებელი ორგანოებისა და ლაბორატორიების წარმომადგენლები.

დღის განმავლობაში განხორციელდა შემდეგი აქტივობები:

🔵ღონისძიების მონაწილე სტუდენტებისთვის ჩატარდა ტრენინგი რადიაციული გაზომვების, კერძოდ სპექტრომეტრიის გაზომვების მიმართულებით, გაზოვების პრაქტიკული დემონსტრაციის ჩათვლით, ასევე თეორიული და პრაქტიკული სემინარი წნევის ლაბორატორიაში, მათი ინფორმირებულობის ამაღლებისა და ჩართულობის მიზნით;

🔵განხორციელდა საინფორმაციო შეხვედრები მეტროლოგიის ინსტიტუტის საერთაშორისოდ აღიარებულ ლაბორატორიებსა და სტანდარტიზაციის დეპარტამენტში მოწვეული მეწარმეებისა და სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტების წევრებისთვის, საერთაშორისო ექსპერტებისა და ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების მონაწილეობით;

🔵შესაძლებლობა მიეცათ სკოლის მოსწავლეეებს დასწრებოდნენ შემეცნებით სემინარებს რადიოფიზიკის, ოპტიკისა და აკუსტიკისა და ფიზ-ქიმიის ლაბორატორიებში, გაიმართა მათთვის პრეზენტაციები და საჩვენებელი საკალიბრო სამუშაოები.

🔵მოწვეული სტუმრებისთვის, ევროკავშირისა და იტალიის, ესპანეთის საელჩოების წარმომადგენლობისთვის ძალზედ საინტერესო იყო გაცნობოდნენ ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებულ საქმიანობას და მიღწეულ შედეგებს. სტუმრებმა მოინახულეს ეროვნული სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის საერთაშორისო აღიარების მქონე ლაბორატორიები და შეხვდნენ ლაბორატორიების მენეჯმენტს, აგრეთვე დაესწრნენ სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტის სხდომას.

🔵🇮🇹🇪🇸ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმებს მეტროლოგიის სფეროში: სააგენტოსა და იტალიის მეტროლოგიის ეროვნულ ინსტიტუტს (INRiM) შორის, ასევე სააგენტოსა და ესპანეთის მეტროლოგიის ინსტიტუტს (CEM) შორის. თანამშრომლობის მემორანდუმები მეტროლოგიის სფეროში ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოსა და იტალიისა და ესპანეთის მეტროლოგიის უწყებებს შორის – ეტალონების მიკვლევადობის უზრუნველყოფა, ეტალონების ურთიერთშედარება, ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი პროექტების შესაძლებლობა, განხორციელებული მიღწევების და გამოცდილების გაზიარება, ადამიანური რესურსების განვითარება და ა.შ. საუკეთესო ევროპული და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად.