განცხადება სააგენტოს სერვისების მომხმარებლებისადმი
განცხადება სააგენტოს სერვისების მომხმარებლებისადმი

განცხადება სააგენტოს სერვისების მომხმარებლებისადმი

ძვირფასო მომხმარებლებო

გაცნობებთ, რომ სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის ეტალონურ ლაბორატორიებში (ტემპერატურისა და ტენიანობის, მასისა და მასასთან დაკავშირებული სიდიდეების  და  ელექტრობის ეტალონური ლაბორატორიები)  აქვს  მ/წლის ივლისის თვეში დაგეგმილი  საერთაშორისო აღიარების გავლა ევროპული მეტროლოგიის რეგიონალურ ორგანიზაციის EURAMET-ის მიერ (THE EUROPEAN ASSOCIATION OF NATIONAL METROLOGY INSTITUTES). EURAMET-ის საერთაშორისო აღიარება დღის წესრიგში აყენებს უფრო მაღალ ვალდებულებებს ეტალონური ლაბორატორიებისადმი,  შესაბამისად  მიმდინარეობს ლაბორატორიებში საერთაშორისო აღიარებისათვის მოსამზადებელი სამუშაოები.

ამასთანავე დამკვეთების დიდი რაოდენობიდან და სააგენტოში არსებული ადამიანური რესურსების რაოდენობის შესაძლებლობებიდან გამომდინარე ტემპერატურისა და ტენიანობის, მასისა და მასასთან დაკავშირებული სიდიდეების  და  ელექტრობის ეტალონური ლაბორატორიების მომსახურების გაწევის ვადები გაზრდილია (საშუალოდ 30 სამუშაო დღე)! გთხოვთ გაითვალისწინოთ აღნიშნული სიტუცია.