BIPM-ის ივლისის თვის ინტერნეტ სიახლეები
BIPM-ის ივლისის თვის ინტერნეტ სიახლეები

BIPM-ის ივლისის თვის ინტერნეტ სიახლეები

იხილეთ მოცემული ლინკით BIPM-ის 2023 წლის ივლისის თვის ინტერნეტ სიახლეები .

BIPM (წონისა და ზომის საერთაშორისო ბიურო) – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო (GEOSTM) 2008 წლის 1 იანვრიდან წონისა და ზომის საერთაშორისო ბიუროს (BIPM) წონისა და გაზომვათა გენერალური კონფერენციის (CGPM) ასოცირებული წევრია. სააგენტო 2008 წლის 17 ივნისიდან შეუერთდა წონისა და გაზომვათა საერთაშორისო კომიტეტის ეროვნული მეტროლოგიის ინსტიტუტების (CIPM MRA) მიერ გაცემული გაზომვათა ეროვნული სტანდარტების, დაკალიბრებისა და გაზომვების სერტიფიკატების ცნობის შესახებ შეთანხმებას.

საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის დაკალიბრებისა და გაზომვის შესაძლებლობები (CMC) გამოქვეყნებულია წონისა და ზომის საერთაშორისო ბიუროს (BIPM) მონაცემთა ბაზაში შემდეგი მიმართულებებით: გეომეტრია (სიგრძის გაზომვები), მასა და მასთან დაკავშირებული სიდიდეები (მასა, მცირე მოცულობა, წნევა), ტემპერატურა და ტენიანობა, ელექტროგაზომვები, მაიონიზებელი გამოსხივება.