კონკურსი წინადადებების მიღებაზე ფონდისთვის “ხარისხის ინფრასტრუქტურა მწვანე ტრანსფორმაციისთვის” (QI4GT)
კონკურსი წინადადებების მიღებაზე ფონდისთვის “ხარისხის ინფრასტრუქტურა მწვანე ტრანსფორმაციისთვის” (QI4GT)

კონკურსი წინადადებების მიღებაზე ფონდისთვის “ხარისხის ინფრასტრუქტურა მწვანე ტრანსფორმაციისთვის” (QI4GT)

კონკურსი წინადადებების მიღებაზე ფონდისთვის “ხარისხის ინფრასტრუქტურა მწვანე ტრანსფორმაციისთვის” (QI4GT)

🟢“გერმანიის მეტროლოგიის ინსტიტუტი” (Physikalisch-Technische Bundesanstalt|PTB) აცხადებს კონკურსს წინადადებების მიღებაზე ფონდისთვის “ხარისხის ინფრასტრუქტურა მწვანე ტრანსფორმაციისთვის” (QI4GT).

Net Zero and Carbon Neutral Concepts Net Zero Emissions Goals A climate-neutral long-term strategy Ready to put wooden blocks by hand with green net center icon and green icon on gray background.

🟢აღნიშნული ფონდი შეიქმნა PTB-ის რეგიონალური პროექტის “ხარისხის სტანდარტები გაზრდილი ვაჭრობისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში” (აზერბაიჯანი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა) ფარგლებში, რომელიც ფინანსდება გერმანიის მთავრობის მიერ. ფონდის მიზანია მხარი დაუჭიროს პერსპექტიულ იდეებს ხარისხის ინფრასტრუქტურის ინსტიტუტებიდან, რომლებიც განხორციელდება მესამე მხარეებთან თანამშრომლობით, როგორებიცაა: ასოციაციები, უნივერსიტეტები და კვლევითი ინსტიტუტები, კერძო სექტორის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ა.შ.

🟢კონკურსში მონაწილეობის აუცილებელი პირობაა ხარისხის ინფრასტრუქტურის ინსტიტუტთან, PTB-ს ერთ-ერთ პარტნიორ ორგანიზაციასთან, თანამშრომლობა.

ესენია:

1. სსიპ “აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი” – https://gac.gov.ge/ge

საკონტაქტო პირები:

სალომე გულბანი, ხარისხის მენეჯერი, ელ. ფოსტა: s.gulbani@gac.gov.ge

მარიამ მაისურაძე, უფროსი სპეციალისტი/წამყვანი შემფასებელი, ელ. ფოსტა: m.maisuradze@gac.gov.ge

2. სსიპ “საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო” – https://geostm.ge/

ელ. ფოსტა: geostm@geostm.ge

🟢დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ, ისევე როგორც მაგალითები მწვანე ტრანსფორმაციისა და ხარისხის ინფრასტრუქტურის (მეტროლოგია, სტანდარტიზაცია, აკრედიტაცია, შესაბამისობის შეფასება) საკითხებზე იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://www.eastern-partnership.ptb.de/…/ptb-fund…/

🟢კითხვა-პასუხის სესია ონლაინ რეჟიმში გაიმართება შემდეგ ბმულზე: https://us06web.zoom.us/j/89000183816

1) 13 თებერვალს, 14 საათზე (თბილისის დროით)

2) 12 მარტს, 14 საათზე (თბილისის დროით)

შეკითხვების გამოგზავნა ასევე შეიძლება შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: eastern-partnership@ptb.de

🟢წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 30 აპრილი.