სემინარი თემაზე ,,ხარისხის ინფრასტრუქტურა, როგორც საუკეთესო საშუალება საჯარო შესყიდვებში ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად“

🔵მ/წლის 28 თებერვალს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოსა (GEOSTM) და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა სემინარი თემაზე ,,ხარისხის ინფრასტრუქტურა, როგორც საუკეთესო საშუალება საჯარო შესყიდვებში ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად“.

🔵აღნიშული ღონისძიება ჩატარდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში, GEOSTM-ის და ევროკავშირის დაძმობილების (Twinning) პროექტის „საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს (GEOSTM) ინსტიტუციური და ადამიანური შესაძლებლობების გაძლიერება საერთაშორისო/ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად“ ფარგლებში.

🔵სემინარს ესწრებოდნენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, სახელმწიფო აუდიტი სამსახურისა და საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

სემინარს უძღვებოდა ევროკავშირის დაძმობილების (Twinning) პროექტის ექსპერტი დანიელ მასო.