დაძმობილების (ტვინინგ) პროექტი -საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს (GEOSTM) გაძლიერება საერთაშორისო /ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად
ტვინინგ პროექტი ევროკავშირთან ერთად ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს გააერთიანონ საკუთარი ნოუ-ჰაუ, რესურსები და ძალები. მათ ერთად შექმნეს სტაბილურობის, დემოკრატიისა და მდგრადი განვითარების სივრცე, სადაც შენარჩუნებულია კულტურული მრავალფეროვნება, ტოლერანტობა და ინდივიდუალური თავისუფლება. ევროკავშირს აღებული აქვს ვალდებულება, რომ საკუთარი მიღწევები და ფასეულობები საზღვრებს მიღმა, სხვა ქვეყნებსა და ერებსაც გაუზიაროს. ტვინინგ პროგრამა არის ევროკავშირის ინსტიტუციური გაძლიერების ხელშეწყობის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი. მისი მიზანია დაეხმაროს ბენეფიციარ ქვეყნებს თანამედროვე და ეფექტური ადმინისტრაციების განვითარებაში, ამ ქვეყნების ადმინისტრაციებისა და ორგანიზაციებისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნების თანასწორ ორგანიზაციებთან ერთობლივი მუშაობის გზით.
პროექტს ახორციელებენ კონსორციუმის პარტნიორები ევროკავშირიდან:
- ACCREDIA – იტალიის ეროვნული აკრედიტაციის ორგანო;
- INRiM – იტალიის მეტროლოგიური ეროვნული ინსტიტუტი;
- UNI – იტალიის სტანდარტიზაციის ეროვნული ორგანო;
- CEM – ესპანეთის მეტროლოგიის ცენტრი
- FIIAPP – საერთაშორისო და პარა-იბერო-ამერიკული ფონდი ადმინისტრაციისადა საჯარო პოლიტიკისთვის F.S.P.
- UNE – ესპანეთის სტანდარტიზაციის ასოციაცია
სტანდარტებისა და მეტროლოგიის გაძლიერება
საჯარო სამსახურების დაძმობილების (ტვინინგ) პროექტი “საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს (GEOSTM) ინსტიტუციური და ადამიანური შესაძლებლობების გაძლიერება საერთაშორისო /ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად” არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა. პროექტს ახორციელებს იტალიურ-ესპანური კონსორციუმი, რომელიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს (MS) წარმოადგენს.პროექტს ახორციელებს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და აკრედიტაციის სფეროშო კომპეტენციის მქონე საჯარო დაწესებულებები ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან: იტალიიდან – ACCREDIA, INRiM, UNI, ესპანეთიდან -CEM, FIIAPP და UNE. პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 1,400,000 ევროს. პროექტის ხანგრძლივობა 24 თვე.
მიზანი პროექტის მთავარი მიზანია, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმების (AA) და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო
სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) კონტექსტში საქართველოს მიერ ნაკისრი
ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა და სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის
ინფრასტრუქტურისა და სერვისების შემდგომი გაძლიერება ევროპული/საერთაშორისო
საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.
მოხდება საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს
მხარდაჭერა შესაძლებლობებისა და კომპეტენციების გაძლიერების, ასევე ხარისხის
ეროვნული ინფრასტრუქტურის (NQI) განვითარების ხელშეწყობის მიზნით.
მოსალოდნელი შედეგები
- მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის სფეროებში საქართველოს
საკანონმდებლო ბაზის დაახლოება ევროკავშირის შესაბამის
რეგულაციებთან/დირექტივებთან. - მეტროლოგიის სფეროში კომპანიებისთვის, ლაბორატორიებისთვის,
მარეგულირებელი ორგანოებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის
GEOSTM-ის სერვისების გაზრდა, განსაკუთრებით EN ISO/IEC 17025:2017 და
EN ISO 17034:2016 შესაბამისად. - სტანდარტიზაციის სფეროში GEOSTM-ის შესაძლებლობების განვითარება
DCFTA-ის მოთხოვნების შესასრულებლად და სტანდარტიზაციის პროცესში
დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გაზრდა. - GEOSTM-ის ჩართულობის გაზრდა საერთაშორისო/რეგიონულ მეტროლოგიისა
და სტანდარტიზაციის ორგანიზაციებში და R&D შესაძლებლობების გაძლიერება
მეტროლოგიის სფეროში ევროპულ პროგრამებში ინტეგრაციის გზით.
იხილეთ ელექტრონული ჟურნალი პროექტის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ: