საჯარო სემინარი თემით ,,მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის ინსტრუმენტები ევროკავშირის ბაზარზე შესვლის მიზნით“

🇬🇪🇱🇻მ/წლის 10 ნოემბერს  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს (GEOSTM) ორგანიზებით გაიმართა საჯარო სემინარი თემით ,,მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის ინსტრუმენტები ევროკავშირის ბაზარზე შესვლის მიზნით“ .

🔺აღნიშული ღონისძიება განხორციელდა GEOSTM-ის და ლატვიის სტანდარტიზაციის ეროვნულ ორგანოს (LVS) შორის არსებული პროექტის ,,Building the capacity of National Standardization Institutions of Georgia and Moldova to establish support tools for SMEs on conformity assessment in the EU single market” ფარგლებში.

🔻ღონისძიების მიზანი იყო მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდება ევროკავშირთან ვაჭრობისა და ბიზნესის განვითარების კუთხით არსებული რეგულაციებისა და სტანდარტების შესახებ.

🔺ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოსა (GEOSTM)  და ლატვიის სტანდარტიზაციის ეროვნული ორგანოს (Latvijas standarts – LVS) წარმომადგენლებმა გააცნეს ინფორმაცია:

🔻სტანდარტიზაციის მნიშვნელობაზე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმოებისთვის.

🔻სატნდარტის გამოყენებისა, წარმოებული პროდუქციის შესაბამისობის შეფასებისა და საექსპორტო შესაძლებლობების გაუმჯობესების შესახებ.

#SME