ღონისძიება თემით ,,სათამაშო სტანდარტების – EN 71-1, EN 7-2 და EN 71-3 გაცნობა“
მ/წლის 22 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს (GEOSTM) ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი აქტუალურ და მნიშვნელოვან თემაზე ,,სათამაშო სტანდარტების – EN 71-1, EN 7-2 და EN 71-3 გაცნობა“.
აღნიშული ღონისძიება განხორციელდა GEOSTM-ის და ევროკავშირის დაძმობილების (Twinning) პროექტის „საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს (GEOSTM) ინსტიტუციური და ადამიანური შესაძლებლობების გაძლიერება საერთაშორისო/ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად“ ფარგლებში.
ღონისძიების მიზანი იყო სათამაშოების სფეროში არსებული ეკონომიკური ოპერატორებისთვის ინფორმაციის მიწოდება სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ არსებულ სტანდარტებზე.
GEOSTM-ი არის სტანდარტიზაციის საერთაშორისო (ISO, IEC) და ევროპულ ორგანიზაციების(CEN/CENELEC, ETSI ) წევრი, და აქვს წვდომა როგოც საერთაშორისო, ასევე ევროპულ სტანდარტებზე.
ღონისძიების მონაწილეებს GEOSTM-ის სტანდარტების დეპარტამენტის დირექტორმა სულხან ტაბაღუამ და ბაზარზე ზედამხედველობის სააგნტოს წარმომადგენელმა ნიკო ფილფანმა გააცნეს საქართველოში სათამშოების უსაფრთხოების, პროდუქციის ბაზარზე განთავსებისა და რეგულირების საკითხები.
ევროკავშირის დაძმობილების (Twinning) პროექტის „საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს (GEOSTM) ინსტიტუციური და ადამიანური შესაძლებლობების გაძლიერება საერთაშორისო/ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად“ მიერ გამართული ღონიძიების ფარგლებში მოწვეული იყო ACCREDIA /იტალიის ეროვნული აკრედიტაციის ორგანოს ექსპერტი იგორ გალო. იტალიის ეროვნული აკრედიტაციის ორგანოს ექსპერტმა სათამაშოების სფეროში არსებულ მეწარმეებს წარუდგინა ინფორმაცია ევროპული სტანდარტების – EN 71-1, EN 7-2 და EN 71-3 დანერგვის, გამოყენების ინსტრუქციისა და გამოცდის მეთოდების შესახებ. ღონისძიებაზე განხილული იყო იტალიაში შესაბამისი სფეროს რეგულირების, მუშაობისა და პრაქტიკის საუკეთესო მაგალითები. გამოცდილების გაზიარების კუთხით სათამაშოების შესაბამისობაში მოსაყვანად ღონისძიების სპიკერების მხირდან გაიცა რეკომენდაციები სათამაშო პროდუქციის შესაბამისობის დადგენის სფეროში, პროდუქციის ნიმუშების აკრედიტირებულ ლაბორატორიაში გამოცდის და ბაზარზე უსაფრთხოდ განთავსების საკითხებზე.